პაატა მანჯგალაძე: მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი

პაატა მანჯგალაძე: მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი

მთელი ქვეყანა თუ გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

კითხვაზე, თუ ექნებათ საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, მანჯგალაძე პასუხობს:

„ევროკავშირის რეკომენდაციებზე, კი ბატონო, არჩევნების გაყალბებაზე, კი ბატონო, თუ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას აპირებს, კი ბატონო.

თუ მთელი ქვეყანა გაგიჟდა და სალომე ზურაბიშვილი მოუნდათ ლიდერად, დავფიქრდებით, სხვა შემთხვევაში, ვფიქრობთ, რომ მხოლოდ საარჩევნო და ევროპის საკითხებზე შეიძლება ლაპარაკი“,- აღნიშნა მანჯგალაძემ.