საქართველოს ვუსურვებ წარმატებას. როგორც კი პრემიერს დაამტკიცებენ, მასაც ვუსურვებ წარმატებას, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა.
„როგორც ვიცი, ევროკავშირში ინტეგრაცია არის პრიორიტეტი და ეს ჩვენი პრიორიტეტიცაა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად და შეუფერხებლად დაგვიახლოვდეს და გაწევრიანდეს ევროკავშირში. მოქმედი ხელისუფლებისგან ვიცით, რომ მოსალოდნელია საქმიანობის უწყვეტობა, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა ფიშერმა.
პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად ემზადება. პრემიერობის კანდიდატი ცოტა ხნის წინ დეპუტატების წინაშე მოხსნებით წარდგა. მოხსენებას ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსიც. ელჩები ირაკლი კობახიძეს პრემიერის რანგში წარმატებას უსურვებენ და მზადყოფნას გამოთქვამენ მომავალშიც აქტიური თანამშრომლობა გააგრძელონ.