ინგრედიენტები
1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
1 თავი დაჭრილი ხახვი
1 ცალი წითელი ჩილი
1/2 ჩ/კ ქინძის სუნელი
1/2 ჩ/კ ძირა
1/2 ჩ/კ კურკუმა
300 გრამი პომიდორი ჩერი
500 გრამი მოხარშული კარტოფილი
1 კონა დაჭრილი ქინძი
8 ცალი ათქვეფილი კვერცხი
მომზადება
ზეთი დიდ ტაფაზე გააცხელეთ. თუშეთ ხახვი და გახეხილი ჩილის ნახევარი 5 წუთით დარბილებამდე. შეურიეთ სუნელები და თუშეთ 1 წუთით. შემდეგ დაუმატეთ პომიდორი ჩერი, დაჭრილი მოხარშული კარტოფილი და ქინძის დაჭრილი ღეროები. ათქვიფეთ კვერცხი, შეაზავეთ მარილით და მოასხით ბოსტნეულს. წვით 8–10 წუთით კვერცხის გამყარებამდე.
როცა კვერცხი გამყარდება მოაყარეთ ქინძის დაჭრილი ფოთლები და დარჩენილი ჩილი. დაჭერით და მიირთვით კიტრი–პომიდვრის სალათასთან ერთად.