ინგრედიენტები
6 ცალი კვერცხი
1 ჭიქა რძე
1 ჭიქა ფქვილი
1/2 ჩ/კ მარილი
3 ს/კ კარაქი
მომზადება
დიდ თასში, მიქსერით ერთმანეთში ათქვიფეთ კვერცხი, ფქვილი, რძე და მარილი, ნაზი და ჰაეროვანი მასის მიღებამდე.
გაადნეთ კარაქი და წაუსვით გამოსაცხობ ფორმას. გამოსაცხობი ფორმის სიმაღლე მინიმუმ 5 სმ მაინც უნდა იყოს, რადგან ცომი ცხობის დროს აიწევს.
გააცხელეთ ღუმელი 200C-ზე და აცხვეთ 20 წუთის მანძილზე. შენიშვნა: არ გამოაღოთ ღუმელი ცხობის დროს.