კრის როკი ფილმის „კიდევ ერთი ჭიქა“ რიმეიქს გადაიღებს

კრის როკი ფილმის „კიდევ ერთი ჭიქა“ რიმეიქს გადაიღებს

ამერიკელი კომიკოსი და მსახიობი კრის როკი დანიური კომედიური დრამის „კიდევ ერთი ჭიქა“ რიმეიქს გადაიღებს. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სურათის პროდიუსერებს შორის იქნება ლეონარდო დიკაპრიო და მისი კომპანია Appian Way. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დიკაპრიომ შესაძლოა ამერიკულ რიმეიქში ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულოს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვინ ითამაშებს სურათში და ვინ იმუშავებს მის სცენარზე.

ტომას ვინტერბერგის „კიდევ ერთი ჭიქა“ 2020 წელს გამოვიდა. მთავარი როლი ფილმში მედს მიკელსენმა შეასრულა. სურათმა მიიღო „ოსკარი“ კატეგორიაში „საუკეთესო ფილმი უცხო ინაზე“.