შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე: დაიდგმება დრამატული სცენა თუ როგორ გაემიჯნა 1-2 ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ყოველთვის „ჰეფი ენდით“ მთავრდება - ის მუდმივი პოლიტიკური სიყვარული, რომელიც ამ ადამიანებს შორის არსებობს, იმარჯვებს ხოლმე

შალვა პაპუაშვილი გვარამიაზე: დაიდგმება დრამატული სცენა თუ როგორ გაემიჯნა 1-2 ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ყოველთვის „ჰეფი ენდით“ მთავრდება - ის მუდმივი პოლიტიკური სიყვარული, რომელიც ამ ადამიანებს შორის არსებობს, იმარჯვებს ხოლმე

კინოც აღარ არის, ტელესერიალია ბრაზილიური ან რომელიმე სხვა, რომლის სცენარიც უკვე ვიცით - დაიდგმება დრამატული სცენა თუ როგორ გაემიჯნა 1-2 ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“, იწყებენ შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას და ჩვეულებრივი მიმიკრია, რომ წარმოაჩინო საკუთარი თავი, თითქოს არ არიან „ნაციონალური მოძრაობა“, - ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ ნიკა გვარამიაზე საუბრისას განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ სცენარის ერთ-ერთი მაგალითი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეა.

„ეს ყოველთვის „ჰეფი ენდით“ მთავრდება - კვლავ ერთიანდება „ნაციონალური მოძრაობა“ და ის მუდმივი პოლიტიკური სიყვარული, რომელიც ამ ადამიანებს შორის არსებობს, იმარჯვებს ხოლმე. ბოლოს ეს „ჰეფი ენდი“ ვნახეთ გიორგი ვაშაძის შემთხვევაში. ადამიანი, რომელიც ასე დასცილდა, გაემიჯნა, აკრიტიკებდა, თავს ესხმოდა „ნაციონალური მოძრაობას“ და საბოლოო ჯამში ჩაეხუტა და ისიც ჩახუტებით მიიღო დედა-პარტიამ უკან, საკუთარ რიგებში.

ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ ეს ტემპერატურა მოიმატებს არჩევნების მოახლოებასთან ერთად. მაგრამ ეს უკვე ის სახადია, რომელიც მოიხადა ქართულმა საზოგადოებამ ბევრჯერ. ამიტომაც არის, რომ რაღაც მომენტის შემდეგ ეს უბრალოდ სასაცილო ხდება. დარწმუნებული ვარ, წლევანდელი არჩევნების მოახლოებასთან ერთად ეს დრამატურგია წარმოდგება ისე, როგორც გარკვეულ არეულობას როცა უყურებ ტელევიზორში ისე, რომ ხმა გაქვს გათიშული და რაღაცნაირად სასაცილოდ ჩანს სცენები. ამ პოზიციაში ჩაიგდო თავი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.