შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ 3 წლიან პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ ამავე დროს მოქმედი მთავრობის წარმატებულ საქმიანობაზე

შალვა პაპუაშვილი: როდესაც ვსაუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ 3 წლიან პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ ამავე დროს მოქმედი მთავრობის წარმატებულ საქმიანობაზე

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ 3 წლიან პერიოდზე, ჩვენ ვსაუბრობთ ამავე დროს მოქმედი მთავრობის წარმატებულ საქმიანობაზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ზოგადად, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოდის პარლამენტის წიაღიდან.

„ზოგადად, როდესაც წარმატებულ პერიოდზე ვსაუბრობთ, როგორც პოლიტიკურ ისე ეკონომიკურ მიმართულებაში, ვგულისხმობთ არა მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობას, არამედ მათ შორის მთავრობის ეფექტიანობასაც და ამ მხრივ გუნდს, რამე სერიოზული შენიშვნები არ ჰქონია მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ზოგადად მთავრობის პერსონალურ შემადგენლობას ეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის პრეროგატივაა და მისი განსასაზღვრია. ოპოზიციაც ხედავს, რომ საპარლამენტო გუნდი იმდენად ძლიერია, იმდენად ბევრია ადამიანი, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ საპარლამენტო საქმიანობაში იყოს გამორჩეული, არამედ, როდესაც ვისმენთ ოპოზიციური მედიის, თუ ოპოზიციონერების შეფასებას, ისინი ამით აჩვენებენ, რომ ეს ადამიანები წარმოუდგენიათ მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების ეფექტიან განმახორციელებლად. ზოგადად, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, როდესაც პრემიერ-მინისტრი მოდის პარლამენტის წიაღიდან. კარგია, როდესაც საპარლამენტო გამოცდილების ადამიანიანები არიან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, რადგან პოლიტიკურ ბატალიებ გადატანილი ადამიანებს ზოგადად სხვა დამოკიდებულება აქვთ პოლიტიკის მიმართ და საკითხს უყურებენ არა მხოლოდ ტექნოკრატიულად, არამედ პოლიტიკურად“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.