ბენ აფლეკი და მეტ დეიმონი იმუშავებენ ფილმზე „ცხოველები“, რომელიც Netflix-ზე გავა. ინფორმაციას სტრიმინგ-სერვისი ავრცელებს.
მათი ცნობით, აფლეკი სურათის რეჟისორი იქნება, დეიმონი კი მთავარ როლს შეასრულებს. თრილერის სიუჟეტის ცენტრში მერობის კანდიდატი და მისი მეუღლე არიან, რომლებსაც ვაჟს მოსტაცებენ. წყვილი ბავშვის გადარჩენას დამოუკიდებლად გადაწყვეტს.
ასევე, ცნობილია რომ ფილმის პროდიუსირებაზე აფლეკისა და დეიმონის სტუდია Artists Equity იმუშავებს.