დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაში იქნება ასეთივე წარმატებული და არჩევნებზე ყველა ერთად კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს იმისთვის, რაც აკეთა პრემიერობის პერიოდში. განსაკუთრებული მადლობა ბოლო 3 წლისთვის, რისი გადატანაც მოუწია და წარმატებასაც მიაღწია ქვეყანამ მისი მმართველობით. შესაბამისად, დარწმუნებულები ვართ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობა პარტიაში იქნება ასეთივე წარმატებული. ჩვენ ყველა ერთად, ერთიანი გუნდით, ჟინით, მონდომებით გავალთ არჩევნებზე. კიდევ ერთხელ დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ. სხვათა შორის, საკონსტიტუციო უმრავლესობას ველოდებით და ამას შემთხვევით არ ვამბობთ. ყველა მონაცემი ამაზე მეტყველებს და მორალური უფლებაც გვაქვს, ამაზე ვილაპარაკოთ, და შემდეგ ეროვნული უპირობოდ გატარებით გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა და კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ ეს ქვეყანა“, - აღნიშნა მდინარაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.