ვთვლით, რომ ზურგს გვიმაგრებს გამოცდილება, არაერთი წარმატებული რეფორმა და რაც მთავარია ეროვნულ ამოცანებთან მიმართებით ის შედეგები, რაც დღეს თითოეულ მოქალაქეს ეამაყება. ეს არის ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ეკონომიკის არსებითი ზრდა, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, უმრავლესობას სჭირდება ისეთი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უფრო პროფესიონალურ ოპონირებას გაუწევენ მათ პარლამენტში თუ მის გარეთ.
„დემოკრატიული არჩევნები პერიოდულად ყველა დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყანაში იმიტომ ტარდება, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაამოწმონ თავისი ნდობა, საზოგადოებასთან ერთად შეაჯამონ ის, რაც გააკეთეს, ასევე შეაფასონ ის, რის გაკეთებასაც აპირებენ მომავალში. სწორედ ამას გეგმავს ჩვენი პოლიტიკური გუნდი. ვთვლით, რომ ზურგს გვიმაგრებს გამოცდილება, არაერთი წარმატებული რეფორმა და რაც მთავარია, ეროვნულ ამოცანებთან მიმართებით ის შედეგები, რაც დღეს თითოეულ მოქალაქეს ეამაყება. ეს არის ქვეყნის მშვიდობა და უსაფრთხოება, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ეკონომიკის არსებითი ზრდა. რა თქმა უნდა, ეს არის ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. ჩვენ ვთვლით, განვაახლებთ მანდატს, რაც ნიშნავს, რომ მივიღებთ მხარდაჭერას, რათა მომავალშიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ