ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას

ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ძვირფასო მეგობრებო, მინდა საზოგადოებას ვაცნობო გადაწყვეტილების შესახებ, რომელზეც გუნდთან ერთად ვიმსჯელეთ. დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.