საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიფინგს გამართავს. პრემიერი განცხადებას მთავრობის ადმინისტრაციაში, 17:00 საათზე გააკეთებს.
„იმედის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს - ეს გადაწყვეტილება 24 იანვარს გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.