მთავრობაში დაგეგმილ სავარაუდო საკადრო ცვლილებასთან დაკავშირებით, შეფასებები კეთდება მმართველ გუნდში. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა აღნიშნა, ყველა ცვლილება ოფიციალურად დაანონსდება. მისივე თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება.
"ყველა ცვლილება დაანონსდება ოფიციალურად. მანამდე, თავს შევიკავებ კონკრეტული დეტალებზე საუბრისგან. ოპოზიციის კომენტარი, ჩვენი პარტიის ნებისმიერი წევრის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან დაკავშირებით, არარელევანტურია იმიტომ, რომ ვადევნებთ თვალს ოპოზიციის მუდმივ დეგრადაციას, რაც განპირობებულია იმით, რომ "ქართული ოცნება" როგორც პარტია და როგორც მმართველი გუნდი ძლიერდება. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც იქნება მიღებული, პარტიისა და მმართველი რგოლის გაძლიერებას ემსახურება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.