მიხეილ სარჯველაძე თინა ხიდაშელის ორგანიზაციაზე: თუ ტაივანიდან დაფინანსება სახეზეა, გავლენას იქონიებდა იმ პოზიციებზე, რომელიც უკავშირდება ტაივანის და ჩინეთის ურთიერთობის საკითხებს

მიხეილ სარჯველაძე თინა ხიდაშელის ორგანიზაციაზე: თუ ტაივანიდან დაფინანსება სახეზეა, გავლენას იქონიებდა იმ პოზიციებზე, რომელიც უკავშირდება ტაივანის და ჩინეთის ურთიერთობის საკითხებს

თუ ტაივანიდან დაფინანსება სახეზეა, გავლენას იქონიებდა იმ პოზიციებზე, რომელიც უკავშირდება ტაივანის და ჩინეთის ურთიერთობის საკითხებს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„თუ ტაივანიდან დაფინანსება სახეზე არის, ეს ნიშნავს იმას, რომ ის [დაფინანსება] აუცილებლად გავლენას იქონიებდა იმ პოზიციებზე, რომელიც უკავშირდება ტაივანის სტატუსს, ტაივანის და ჩინეთის ურთიერთობის საკითხებს და ა.შ. ამიტომ ამ სტატუსებთან დაკავშირებით არ მგონია, რომ ეს მხედველობაში მისაღები გარემოება არ გახლავთ“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

ტაივანიდან თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი განმარტებებს პარტია ლელოსგან და თინა ხიდაშელისგან ითხოვს. „ლელოში“ ხიდაშელის ტაივანთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავენ.