თეონა აქუბარდია თინა ხიდაშელის ორგანიზაციაზე: თუ რამე პრობლემას ქმნის კონკრეტული ფონდის დაფინანსება, სუსს შეუძლია კითხვებით მიმართოს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს - რამდენადაც ვნახე, ისინი მზად არიან, ამ კითხვებს უპასუხონ

თუ რამე პრობლემას ქმნის კონკრეტული ფონდის დაფინანსება, სუსს შეუძლია კითხვებით მიმართოს თინა ხიდაშელს - რამდენადაც ვნახე, ისინი მზად არიან, ამ კითხვებს უპასუხონ, - ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ წევრმა, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

„თუ რამე პრობლემას ქმნის კონკრეტული ფონდის დაფინანსება, არა ცალკე ტაივანის, არამედ ფონდის - ამ შემთხვევაში არსებობს სუსი, რომელსაც შეუძლია კითხვებით მიმართოს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარეს. მე რამდენადაც ვნახე, ისინი მზად არიან, ამ კითხვებს უპასუხონ. შესაბამისად, ეს არის ხელოვნური პედალირება და მანიპულაცია“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ტაივანიდან თინა ხიდაშელის არასამთავრობო ორგანიზაციის დაფინანსებაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველი გუნდი განმარტებებს პარტია „ლელოსგან“ და თინა ხიდაშელისგან ითხოვს. „ლელოში“ ხიდაშელის ტაივანთან თანამშრომლობაში პრობლემას ვერ ხედავენ.