ზამთრის წვნიანი

ზამთრის წვნიანი

ინგრედიენტები

1/2  თავი ხახვი

2   ცალი მწვანე ბულგარული

5   ცალი პომიდორი

2   ცალი კარტოფილი

1   თავი ყვავილოვანი კომბოსტო

2   კბილი ნიორი

1   თავი ჭარხალი

2   ს/კ ქინძი

2   ს/კ ოხრახუში

2   ს/კ ნიახური

300   მლ/ლ წყალი

გემოვნებით მარილი

გემოვნებით პილპილი

მომზადებ

ქვაბში ჩაასხით ზეთი. ჩაყარეთ ხახვი და კარგად მოთუშეთ.

დაუმატეთ ბულგარული და გახეხილი პომიდორი. აადუღეთ.

ჩაასხით წყალი და დაუმატეთ კარტოფილი. ადუღეთ 5-7 წთ.

დაუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო, ნიორი და გახეხილი ჭარხალი. ადუღეთ 5-7 წთ.

ბოლოს დაუმატეთ მწვანეულობა და გადმოდგით.