ბექა ლილუაშვილი: მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მისულიყვნენ ამ შეხვედრაზე

ბექა ლილუაშვილი: მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მისულიყვნენ ამ შეხვედრაზე

ბექა ლილუაშვილი „ლელოს“ გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის წევრებიც პარლამენტში 9 პრიორიტეტის შესრულების შესახებ შეხვედრას არ დაესწრნენ. პარტია „საქართველოსთვის“ წევრი „ლელოს“ ბოიკოტს „სულელურს“ უწოდებს.

„მოვუწოდებდით ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მისულიყვნენ ამ შეხვედრაზე. დაიმახსოვრეთ ეს დღე - უბრალოდ რამდენჯერ გამოიყენებს ხელისუფლება ამ სულელურ გადაწყვეტილებას, რომელიც „ლელომ“ მიიღო არდასწრებასთან დაკავშირებით“, - აცხადებს ლილუაშვილი.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან. „ლელომ“ ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულების საკითხზე შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.