ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თანამდებობებს გაცვლიან

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თანამდებობებს გაცვლიან

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე თანამდებობებს გაცვლიან. „იმედისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, რომ ეს გადაწყვეტილება 24 იანვარს გამართულ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს.

პოლიტსაბჭოზე გადაწყდა, რომ 1-ელ თებერვალს პარტიის ყრილობა გაიმართება და სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებიც სწორედ იქ დამტკიცდება.

პრემიერ-მინისტრის თანამდებობასთან ერთად, ირაკლი კობახიძე პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივანიც გახდება. ეს თანამდებობა ამჟამად ირაკლი ღარიბაშვილს აქვს დაკავებული.