ალექსანდრე გოგინავა: ველოდებით იმას, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს

ალექსანდრე გოგინავა: ველოდებით იმას, რომ მომავალი 2 კვირის განმავლობაში რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს

ქვეყნის მასშტაბით, გრიპის ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იკლებს. ინფექციონისტების განცხადებით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა. მათი თქმით, თებერვლიდან სიტუაცია შედარებით დასტაბილურდება.

„ველოდებით იმას, რომ გარკვეულწილად, რესპირაციული ინფექციების შემთხვევები კიდევ უფრო დაიკლებს მომავალი 2 კვირის განმავლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ გაქრება, იმიტომ რომ მარტამდე შესაძლებელია გრიპის შემთხვევები დაფიქსირდეს და არა მარტო გრიპის, სხვა რესპირატორული ინფექციებისაც. აქედან გამომდინარე, უნდა ვიყოთ ფრთხილად, რისკ-ჯგუფში შემავალი მოსახლეობა დავიცვათ და გავითვალისწინოთ სპეციალისტების რეკომენდაციები“, - აღნიშნავს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.