დავით კირკიტაძე: სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ

დავით კირკიტაძე: სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ

სამუშაო ჯგუფის ფორმატში, 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით, ჩვენი გეგმის წარდგენას ვაპირებთ, - ამის შესახებ ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ახლახან ჩვენ გვქონდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა. მათ ჩვენი გეგმა წარვუდგინეთ. ასევე ვაპირებთ ჩვენი გეგმის წარდგენას ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში. ვნახოთ, დღეს ტარდება პირველი შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ მექნება საშუალება, გავაკეთო კომენტარი, სურს თუ არა ნამდვილად „ქართულ ოცნებასა“ და ხელისუფლებას იმ მიმართულებით იმოძრაოს, რა მიმართულებაც სჭირდება ჩვენს ხალხსა და ევროპელ პარტნიორებს“, - აღნიშნა დავით კირკიტაძემ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.