ალეკო ელისაშვილი სამუშაო შეხვედრაზე: რომ გითხრათ, რომ განსაკუთრებული, გენიალური იდეები ისმის, არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რომ ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ, კარგია

ალეკო ელისაშვილი სამუშაო შეხვედრაზე: რომ გითხრათ, რომ განსაკუთრებული, გენიალური იდეები ისმის, არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რომ ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ, კარგია

რომ გითხრათ, რომ განსაკუთრებული, გენიალური იდეები ისმის, არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რომ ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ, კარგია,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

„მიუხედავად იმისა, რომ დეპოლარიზაციის საკითხზე მომხსენებელი იყო ირაკლი კობახიძე, ძალიან მშვიდად მიდის საუბარი და მსჯელობა „ქართულ ოცნებასა“ და საპარლამენტო უმრავლესობას შორის. ჯერ-ჯერობით ძალიან მშვიდად, წყნარად მიდის დისკუსია იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დეპოლარიზაცია შემცირდეს. რომ გითხრათ, რომ განსაკუთრებული, გენიალური იდეები ისმის, არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, რომ ვმსჯელობთ და ერთმანეთს სახეს არ ვაკაწრავთ, კარგია“,- აღნიშნა ელისაშვილმა.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.