„ლელო“ პარლამენტში მიმდინარე შეხვედრაში, რომელზეც ევროკავშირის 9 პრიორიტეტის შესრულებას განიხილავენ, არ მონაწილეობს. როგორც პარტიის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, „ლელომ“ იცის როგორ უნდა შესრულდეს ეს პუნქტები. მან მედიასთან გააკეთა ეს კომენტარი, რის შემდეგაც აღნიშნა, რომ ამ შეხვედრას არ დაესწრება.
„ლელო“ ერთადერთი ოპოზიციური პარტიაა, რომელმაც შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა.
პარლამენტში სამუშაო შეხვედრა ახლაც მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.