პაატა მანჯგალაძე: პარლამენტში სამუშაო შეხვედრას დავესწრები, გავიგებ, რა უნდათ, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში და როგორ მივიღებთ მონაწილეობას

პაატა მანჯგალაძე: პარლამენტში სამუშაო შეხვედრას დავესწრები, გავიგებ, რა უნდათ, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში და როგორ მივიღებთ მონაწილეობას

ჯერ დავესწრები და გავიგებ, რა უნდათ, შემდეგ გადავწყვეტთ, რა ფორმატში და როგორ მივიღებთ მონაწილეობას, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა სამუშაო შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, „სტრატეგია აღმაშენებელი“ აპირებს, რომ ყველა ფორმატში ყველა შეხვედრაზე დაესწროს.

„ცალკეული მიმართულებით მომზადებული გვაქვს ინიციატივები, ინიცირებულიც გვაქვს. „ქართული ოცნება“ არ იხილავდა ამას. ახლა შესვლა-არშესვლაზე დისკუსიის გაცვლა არ გვინდა, გვსურს, დისკუსია გავმართოთ შინაარსთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. პარლამენტის თავმჯდომარე, უმრავლესობის ლიდერი და მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს ხვდებიან.