შეიარაღებული ძალების გამოყენების საკითხზე პარტნიორებთან უთანხმოება უკავშირდება ჩვენს და მათ განსხვავებულ მიზნებს. ამ ომში დასავლეთის მთავარი ამოცანაა, რომ ომი არ გასცდეს უკრაინის ფარგლებს, ჩვენი ამოცანაა - გადავრჩეთ. ხშირ შემთხვევაში ყველაზე წარმატებული ოპერაციები განხორციელდა არა პარტნიორების დახმარებით, არამედ მათი პოზიციის მიუხედავად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„ყველაფერი, რასაც უკრაინა აღწევს ამ ომში, ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევები უკავშირდება აშშ-ის აზრის არგათვალისწინებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. აშშ არ უჭერს მხარს რუსეთის ტერიტორიაზე იერიშების განხორციელებას, მაგრამ ყველა ჩვენი რეალური წარმატება - ყირიმის ხიდი და ა.შ. - ეს ყველაფერი აშშ-ის ნებართვის გარეშე მოხდა. ჩემი აზრით, არ უნდა გვეშინოდეს მოკავშირეებთან კონფლიქტების და იმის გაკეთების, რაც ჩვენ გვჭირდება. ისინი უბრალოდ პოზიციას აფიქსირებენ და ფიქრობენ იმაზე, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს ახლო თუ შორეულ პერსპექტივაში, ჩვენ კი უნდა გადავრჩეთ - ისევე როგორც ისრაელი, ამიტომაც ისრაელი აშშ-თან მჭიდრო კავშირების მიუხედავად უნდა აწარმოებდეს ომს ისე, როგორც თვითონ ესმის, და არა როგორც მას ურჩევენ მოკავშირეები“, - აღნიშნა არესტოვიჩმა.