ხორცის სალათა ჯანჯაფილის მარინადით

ხორცის სალათა ჯანჯაფილის მარინადით

ინგრედიენტები

500   გრამი ღორის ხორცი

5   ცალი სტაფილო

1   კონა მწვანე ხახვი

გრამი ჯანჯაფილი

500   მლ/ლ წყალი

ს/კ მარილი

1   ჩ/კ შაქარი

გემოვნებით ძმარი

მომზადებ

მოზრდილი ბოლქვი, ნედლი ან გაყინული, ჯანჯაფილი თხლად დავჭრათ, მოვასხათ მარინადი შემდეგნაირად: 500 მლ. წყალი ავადუღოთ შაქართან და მარილთან ერთად, მოვასხათ ძმარი ჯანჯაფილს და მთელი ღამით შევდგათ მაცივარში.

სტაფილო დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად დაშევწვათ ზეთში, წვის ბოლოს დავუმატოთ 2 სავსე ს.კ. დამარინადებული ჯანჯაფილი და 2-3 წუთი დავაყოვნოთ ცეცხლზე.

რბილი ღორის ხორცი დავჭრათ მოგრძო წვრილ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი, დავყაროთ გახურებულ ტაფაზე და შევწვათ გაწითლებამდე. მომზადებულ ხორცს შევურიოთ მოთუშული ბოსტნეული და დაჭრილი მწვანე ხახვი.

ღორის ხორცი უნდა იყოს რბილი და სასურველია, ცხიმიანი.