სოფია რიჩი და ელიოტ გრეინჯი პირველ შვილს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს.
მოდელმა Vogue-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წყვილი პირველ ბავშვს, გოგონას ელოდება.
რიჩიმ Instagram-გვერდზე Vogue-ის ფოტოები გამოაქვეყნა და კომენტარიც დაურთო - „ჩვენი გულები უდიდესი სიყვარულითაა სავსე! მადლობლები ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის! ერთი სული გვაქვს, როდის დაიწყება ჩვენი ცხოვრების ახალი თავი“.
სოფია რიჩი 6 თვის ორსულია. როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, აქამდე ამ ინფორმაციას იმიტომ არ ავრცელებდა, რომ სურდა, თავისი პირადი სივრცე დაეცვა.