„თეთრი ლოტოსის“ მსახიობს ტომ ჰოლანდერს Marvel-ის ვარსკვლავის, ტომ ჰოლანდის ხელფასი ჩაურიცხეს, ფილმისთვის „შურისმაძიებლები“. ამის შესახებ ჰოლანდერმა სეტ მეიერსის შოუში განაცხადა.
56 წლის მსახიობმა განმარტა, რომ ერთ დროს მას და ჰოლანდს ერთი და იგივე სააგენტო წარადგენდა. როგორც ჩანს, იქ მსახიობები ერთმანეთში შეეშალათ და ჰოლანდის ჰონორარი ჰოლანდერს გადაურიცხეს.
ჰოლანდერის თქმით, მას 7-ნიშნა თანხა ჩაურიცხეს, რის შესახებაც ელექტრონული წერილით შეატყობინეს. მისივე თქმით, ეს იყო არა მთლიანი ჰონორარი, არამედ გაქირავებით მიღებული შემოსავლის ბონუსის პირველი ნაწილი.