ჯენიფერ ჰადსონმა და რეპერმა კომონმა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ არსებული ინფორმაცია თითქმის დაადასტურეს

ჯენიფერ ჰადსონმა და რეპერმა კომონმა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ არსებული ინფორმაცია თითქმის დაადასტურეს

ჯენიფერ ჰადსონმა და რეპერმა კომონმა მათი სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ არსებული ინფორმაცია თითქმის დაადასტურეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

წყვილი ერთად თავად ჰადსონის თოქ-შოუში, „ჯენიფერ ჰადსონის შოუ“-ში გამოჩნდა, სადაც კომონი ყვავილების თაიგულით მივიდა.

ჯენიფერმა რეპერს კითხვა დაუსვა - „წამყვანი ვარ, ამიტომ ვალდებული ვარ გკითხო, ამჟამად ვინმეს ხვდები?“.

რეპერმა პარტნიორის სახელი არ დაასახელა, თუმცა კითხვას პასუხი ასე გასცა:

„ვხვდები ყველაზე ლამაზ ქალს, ვისაც კი ცხოვრებაში შევხვედრივარ. ძალიან ჭკვიანი ქალია, ღმერთი უყვარს და ჩემი სტანდარტები ძალიან მაღლა ასწია, რადგან „ეგოტია" [ემის, გრემის, ოსკარისა და ტონის მფლობელი]. მან თავის პირველივე ფილმში ოსკარი მიიღო და თან საკუთარი თოქ-შოუ აქვს“, - აღნიშნა კომონმა.

ჯენიფერ ჰადსონმა „ეგოტის“ სტატუსი 2022 წელს მიიღო. მან 2007 წელს თავის სადებიუტო ფილმში „Dreamgirls“ ოსკარი მოიპოვა და ასევე საკუთარი თოქ-შოუც აქვს. რთული მისახვედრი არაა თუ ვისზე საუბრობდა კომონი.

ინტერვიუს დროს ჰადსონმაც აღნიშნა, რომ იმ ადამიანთან, ვისთანაც ახლა არის, ძალიან ბედნიერია.

წყვილის რომანტიკულ ურთიერთობაზე საუბარი 2023 წლის ნოემბერში დაიწყო, როცა ინტერნეტში პაპარაცული სურათები გავრცელდა, სადაც ჰადსონი და კომონი ხელიხელჩაკიდებულები ნიუ-იორკში დააფიქსირეს.