ინგრედიენტები
400 გრამი კივი
150 მლ/ლ ფორთოხლის წვენი
3 ს/კ ლიმონის წვენი
3 ს/კ შაქრის პუდრა
80 მლ/ლ არაყი
მომზადება
ერთი ცალი კივი გადავდოთ კოქტეილის მოსართავად. დანარჩენი გავფცქვნათ, დავუმატოთ ფორთოხლისა და ლიმნის წვენი, შაქრის პუდრა და დავაბლენდეროთ.
შემდეგ გადავწუროთ, დავუმატოთ არაყი, ყინული (სურვილისამებრ) და შეიკერში ავთქვიფოთ.
მზა კოქტეილი ჩამოვასხათ ჭიქებში და მოვრთოთ კივის ნაჭრებით.