რაიან გოსლინგი „იმედგაცრუებულია“ იმით, რომ გრეტა გერვიგი და მარგო რობი „ოსკარის“ ნომინანტებს შორის არ მოხვდნენ

რაიან გოსლინგი „იმედგაცრუებულია“ იმით, რომ გრეტა გერვიგი და მარგო რობი „ოსკარის“ ნომინანტებს შორის არ მოხვდნენ

მსახიობი რაიან გოსლინგი, რომელიც „ბარბიში“ შესრულებული როლისთვის „ოსკარზეა“ წარდგენილი კატეგორიაში „მეორე პლანის საუკეთესო კაცი მსახიობი“ იმედგაცრუებულია იმით, რომ მისი კოლეგები მარგო რობი და გრეტა გერვიგი პრემიის პრეტენდენტთა სიაში ვერ მოხვდნენ. ამის შესახებ BBC წერს.

„არ არსებობს კენი ბარბის გარეშე და არ არსებობს ფილმი ბარბის შესახებ გრეტა გერვიგისა და მარგო რობის გარეშე - ეს ორი ადამიანია ყველაზე მეტად არის პასუხისმგებელი ამ ისტორიულ, მსოფლიოში ცნობილ ფილმზე“, - განაცხადა მსახიობმა და დასძინა, რომ მისთვის „ოსკარის“ ნომინაცია დიდი პატივია.

„ბარბიმ“ „ოსკარის“ 8 ნომინაცია მიიღო, თუმცა ფილმის რეჟისორი გრეტა გერვიგი და მთავარი როლის შემსრულებელი მარგო რობი, შესაბამის კატეგორიებში წარდგენილები არ არიან.

დაჯილდოების ცერემონია 10 მარტს გაიმართება. მას ჯიმი კიმელი წაიყვანს. „ოსკარის“ ნომინანტების სიის ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.