ჯეიმი დორნანი გულის შეტევის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, „გრეის ორმოცდაათი ელფერის“ ვარსკვლავს გულის შეტევის ნიშნები პორტუგალიაში მისი მოგზურობისას ტოქსიკურ მუხლუხოსთან შეხებისგან დაემართა.
თავდაპირველად მსახიობმა მარცხენა ხელსა და ფეხში მგრძნობელობა დაკარგა, რის გამოც ეგონა, რომ მას გულის შეტევა ჰქონდა. გამოკვლევების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს მუხლუხოს მომწამვლელი რეაქცია იყო, რაც მუხლუხოს ზედაპირზე არსებულმა ბუსუსებმა გამოიწვია.
ამჟამად მსახიობი თავს კარგად გრძნობს. ექიმებმა კი კლინიკის დატოვებამდე დორნანთან სელფის გადაღებაც კი შეძლეს.