პამელა ანდერსონი კანის მოვლის საშუალებების ბიზნესში ერთვება. ამის შესახებ ინფორმაციას PageSix ავრცელებს.
58 წლის მსახიობმა რამდენიმე თვის წინ საზოგადოების ყურადღება პარიზის მოდის კვირეულზე მიიქცია, როდესაც ჩვენებაზე მაკიაჟის გარეშე მივიდა.
ახლა კი, სერიალ „მაშველების“ ვარსკვლავი კანის მოვლის ბიზნესს უერთდება. როგორც ანდერსონმა საზოგადოებას აცნობა, ორშაბათიდან თავისი კანის მოვლის საშუალებების ბრენდი გაყიდვაში ჩაეშვება. ეს არის ვეგანური კანის მოვლის საშუალებების კომპანია, სახელად Sonsie, რომელსაც პამელა თავის შვილებთან, ბრენდონთან და დილანთან ერთად მართავს.
„ძალიან დიდი გზა გავიარეთ და მიხარია, რომ როგორც იქნა ეს დღე დადგა“, - აღნიშნა ანდერსონმა.
პირველ ეტაპზე ბრენდი სამ პროდუქტს გაყიდის. ესენია: მულტიდამატენიანებელი ნიღაბი, სუპერ შრატი და ტუჩის დამატენიანებელი ბალმი.