აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის შვილი მალია ობამა სანდენსის კინოფესტივალზე თავისი პირველი ფილმით „გული“ წარდგა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
მალიამ ფილმი სანდენსის ინსტიტუტის ვიდეორგოლში მოკლედ აღწერა. „განსხვავებული პატარა ისტორიაა, რაღაც იგავ-არაკის მსგავსი. ფილმში მამაკაცი დედამისის გარდაცვალებას გლოვობს და თან დედისგან დატოვებულ „უცნაურ“ თხოვნას იღებს“, - აღნიშნა ობამამ.
სანდენსის ინსტიტუტის პროგრამის მიხედვით, ფესტივალის ფარგლებში პირველი ჩვენება სწორედ ფილმ „გულით“ გაიხსნება.