იან სომერჰოლდერმა განაცხადა, რომ მსახიობობას თავი ფერმაში ცხოვრების გამო დაანება. ამის შესახებ ინფორმაციას Hollywood Life ავრცელებს.
„ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავმა ბოლო ინტერვიუში თავისი ცხოვრების განსხვავებულ სტილზე და ახალ ეტაპზე ისაუბრა, რომელსაც ის ფერმაში ცხოვრებისას იღებს.
„ძალიან მიყვარს ფილმების გადაღება, უბრალოდ ეს საკმარისად დიდხანს ვაკეთე. ძალიან კარგი პერიოდი იყო“, - აღნიშნა მან.
იანი თავის ცოლთან, მსახიობ ნიკკი რიდთან ერთად ლოს ანჯელესის მახლობლად ფერმაში გადავიდა, სადაც ისინი თავიანთ ორ შვილს, 6 თვის ბიჭსა და 6 წლის გოგოს ზრდიან.