მაიკლ ფასბენდერი და კეიტ ბლანშეტი მთავარო როლებს შეასრულებენ სტივენ სოდერბერგის ფილმში „შავი ტომარა“. ამის შესახებ Hollywood Reporter-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯაშუშური ტრილერის სიუჟეტის დეტალები ამ ეტაპზე უცნობია, სცენარი კი დევიდ კეპმა დაწერა. გადაღებები დიდ ბრიტანეთში, მაისში დაიწყება.
ამ ეტაპზე პროექტისთვის დაფინანსებას ეძებენ.