კანიე უესტმა კბილებზე ტიტანის პროთეზი გაიკეთა, რომლის ღირებულებაც 850 000 დოლარია. ამის შესახებ ინფორმაციას Dailymail ავრცელებს.
რეპერმა „ინსტაგრამზე“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ახლოდან აჩვენებს თავის ვერცხლის ღიმილს.
ამასთან ერთად გამოაქვეყნა „ჯეიმს ბონდის“ ცნობილი ბოროტმოქმედის ფოტოები, რომელსაც მსგავსი პროთეზი უკეთია.
წყაროს თქმით, კანიემ პროთეზის დიზაინი თავად შექმნა და ბევრად ძვირადღირებულია, ვიდრე ბრილიანტები.