ენტონი კიდისის მემუარების მიხედვით ფილმს გადაიღებენ

ენტონი კიდისის მემუარების მიხედვით ფილმს გადაიღებენ

Universal Pictures-მა ჯგუფ Red Hot Chili Peppers-ის ფრონტმენის, ენტონი კიდისის მემუარების ეკრანიზაციის უფლება მოიპოვა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფილმზე მუშაობა ადრეულ ეტაპზეა, თუმცა უკვე ცნობილია, რომ მისი პროდიუსერები ბრაიან ფრეიზერი, გაი ოსირი და თავად კიდისი იქნებიან.

კიდისმა წიგნი „ნაიარევი ქსოვილი“ 2004 წელს გამოსცა. მასში ის გულახდილად საუბრობს თავის ნარკოდამოკიდებულებაზე, მშობლებთან ურთიერთობაზე, Red Hot Chili Peppers-ის ფორმირებასა და ისტორიაზე. წიგნი ბესტსელერი გახდა.