ახალი ზელანდიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა დიდი ხნის პარტნიორზე, ტელეწამყვან კლარკ გეიფორდზე იქორწინა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.
ტელეარხის ცნობით, ცერემონია ჰოუკ ბეიში გაიმართა. მას 75-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის ქვეყნის მოქმედი პრემიერი და ოპოზიციის ლიდერი კრის ჰიპკინსი.
43 წლის არდერნი და 47 წლის გეიფორდი დაქორწინებას 2022 წლის დასაწყისში გეგმავდნენ, თუმცა ცერემონია არდერნის მიერ მიღებული მკაცრი კოვიდ-შეზღუდვების გამო გადადეს. პარლამენტში პრემიერის რანგში ბოლო გამოსვლისას არდერნმა საქმროს მიმართა სიტყვებით: „მოდი როგორც იქნა დავქორწინდეთ“. წყვილს 5 წლის ქალიშვილი ჰყავს.