4 წლის ზარა შიფრა ევერესტის საბაზო ბანაკამდე ავიდა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ამის შესახებ Metro წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ის ყველაზე ახალგაზრდა ალპინისტი გახდა, ვინც ბანაკამდე ავიდა. ზარა ჩეხეთისა და კანადის მოქალაქეა, მაგრამ მალაიზიაში ცხოვრობს. საბაზო ბანაკამდე, რომელიც ზღვის დონიდან 5,3 ათასი მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ის 7 იანვარს, მამასა და 7 წლის ძმასთან ერთად ავიდა. ეს მანძილი ოჯახმა 6 დღეში გაიარა.
ზარას მშობლები ამბობენ, რომ ბავშვს კარგი ფიზიკური მომზადება აქვს. მალაიზიაში ბავშვი რეგულარულად დადის ლაშქრობებში და ცივ წყალში ბანაობს.
მანამდე რეკორდი 5 წლის ინდოელ ბიჭს ეკუთვნოდა.