ყოფილ ფეხბურთელს, ინგლისის ნაკრების კაპიტანს დევიდ ბექჰემს საქათმე და ქათმები აჩუქეს. ამის შესახებ People-ი წერს.
ორიგინალური საჩუქარი მას მეუღლემ ვიქტორიამ გაუკეთა და ამის ამსახველი ვიდეოც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. კადრებზე 48 წლის დევიდი საჩუქრით კმაყოფილი ჩანს.