„აბბას“ ვირტუალური შოუ წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი სანახაობის სიაში მოხვდა. თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შექმნილმა, ლეგენდარული შვედური ჯგუფის კონცერტმა ლონდონის ეკონომიკას 225 მილიონი დოლარი მოუტანა.
90-წუთიანი შოუ ოცამდე ცნობილ ჰიტს აერთიანებს და მომავალი ზაფხულიდან გაგრძელდება.