უელსის პრინცმა და პრინცესამ შვილების ახალი ფოტო გაავრცელეს

უელსის პრინცმა და პრინცესამ შვილების ახალი ფოტო გაავრცელეს

უელსის პრინცმა და პრინცესამ საშობაოდ მათი შვილების - პრინც ჯორჯის, პრინცესა შარლოტას და პრინც ლუის ახალი ფოტო გაავრცელეს. ამის შესახებ BBC წერს.

ჯოშ შინერის მიერ გადაღებულ სურათზე ბავშვები ხის სკამზე სხედან. სწორედ შინერმა გადაიღო ფოტოები ოჯახის საშობაო მისალოცი ბარათისთვის. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა ფოტო სოციალურ ქსელებში გააზიარეს, წარწერით; „ყველას ვულოცავთ შობას, ჩვენი ოჯახისგან, ჩვენსას“.