საუკეთესო ორცხობილები

საუკეთესო ორცხობილები

ინგრედიენტები

1 1/2  ჭიქა დარბილებული კარაქი

2   ჭიქა თეთრი შაქარი

4   ცალი კვერცხი

1   ჩ/კ ვანილის ექსტრაქტი

5   ჭიქა ფქვილი

2   ჩ/კ გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი)

1   ჩ/კ მარილი

მომზადება

დიდ თასში, თქვიფეთ კარაქი და შაქარი, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. თქვვეფისას დაუმატეთ კვერცხი და ვანილი. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და მარილი. დააფარეთ და გააცივეთ ცომი სულ ცოტა ერთი საათით.

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 200 C-ზე. ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ, დაახლოებით 0,5 – 1 სმ სისქეზე. ფორმები ნებისმიერი ფორმის ორცხობილის საჭრელით გამოჭერით. ორცხობილები 2 სმ–ის დაშორებით უცხიმო საცხობ ლანგარზე მოალაგეთ.

აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 6–8 წუთით. მიირთვით გრილი.