კეკე პალმერის წინააღმდეგ ყოფილმა შეყვარებულმა დარიუს ჯექსონმა სამართალდამცველებს შემაკავებელი ორდერი გამოაცემინა, - ამის შესახებ PageSix წერს.
შემაკავებელი ორდერის დოკუმენტების მიხედვით, 29 წლის დარიუსი ამბობს, რომ მსახიობი კეკე პალმერი მასზე ორწლიანი ურთიერთობის განმავლობაში ძალადობდა როგორც ვერბალურად, ასევე ფიზიკურად. წყვილს საერთო შვილი, 9 თვის ბიჭი, ლეოდისი ჰყავს.
დარიუსის თქმით, ერთ-ერთი შემთხვევა 2021 წლის აგვისტოში მოხდა. წყვილი დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა, სადაც 30 წლის პალმერი ძალიან აგრესიულად იქცეოდა, რის შემდეგაც ჯექსონს სახეში დაარტყა. მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პალმერის მეგობარი ლენორია ედისონი, რომელიც პალმერის შეჩერებას ცდილობდა.