მსახიობი დაკოტა ჯონსონი ღამეში 10-საათიანი ძილის გარეშე ვერ ფუნქციონირებს. მისი თქმით, გადაბმულად 14 საათიც შეუძლია ეძინოს და ამისთვის ნებისმიერ შანსს იყენებს. მსახიობი ამბობს, რომ გაწერილი ძილის გრაფიკი არ აქვს და დასვენების დღეებში იმდენ ხანს სძინავს, რამდენიც უნდა.
"ძილი ჩემი უპირველესიპრიორიტეტია ცხოვრებაში", — აცხადებს ჯონსონი.
ასევე, მსახიობი სხვა მხრივაც ცდილობს ჯანსაღი ცხოვრების სტილი ჰქონდეს და მოწესრიგებულ ძილთან ერთად, კვირაში 5 დღე ვარჯიშობს და დღეში 2-ჯერ მედიტირებს. ჯონსონის თქმით, სუნთქვის ვარჯიშები შფოთვის დაძლევაში ეხმარება.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც დაკოტამ ჯანმრთელობასა და მენტალურ მდგომარეობაზე ისაუბრა. 2020 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ამბობდა, რომ თინეიჯერობის პერიოდში დეპრესიას ებრძოდა.