არქეოლოგებმა თურქეთში მოცეკვავე მუზას ქანდაკება იპოვეს. 2175 წლის წინანდელი ქანდაკება რომაული აბანოს შენობაში აღმოაჩინეს.
არქეოლოგიური გათხრები ტარდებოდა ანტიკური სტრატონიკეას ტერიტორიაზე, რომელიც ცნობილი იყო როგორც „მარადიული სიყვარულის ქალაქი“. სტრატონიკეას საფუძველი ძვ.წ. III საუკუნეში მეფე ანტიოქე I-მა ჩაუყარა.
ქანდაკების ავტორად ფილისკეს მიიჩნევენ, რომელიც კუნძულ როდოსზე ცხოვრობდა.