ინგრედიენტები
3 ს/კ მარილი
1 ჩ/კ მარილი
1 ცალი ლიმონი
1 4/5 კგ. კრევეტები
2 ჭიქა მაიონეზი
1 ჩ/კ მდოგვი
2 ს/კ თეთრი ღვინის ძმარი
1 ჩ/კ ახლად დაფქული შავი პილპილი
6 ს/კ დაჭრილი კამა
1 თავი დაჭრილი წითელი ხახვი
3 ჭიქა დაჭრილი ნიახურის ღერო
მომზადება
დიდ ქვაბში 4–5 ლიტრი წყალი ჩაასხით. დაუმატეთ 3 ს/კ მარილი, მეოთხედებად დაჭრილი ლიმონი და აადუღეთ.
დაუმატეთ გაურჩეველი კრევეტების ნახევარი და საშუალო ტემპერატურაზე დაუფარებლად 3 წუთით ადუღეთ. მოხარშული კრევეტები ქაფქირით ცივი წყლით სავსე თასში გადაიტანეთ. ქვაბში წყალი ისევ წამოადუღეთ და დარჩენილი კრევეტები ჩაყარეთ. ხარშეთ 3 წუთით და შემდეგ ისევ ცივი წყლით სავსე თასში გადაიტანეთ. გააცივეთ და გაარჩიეთ.
საშუალო თასში აურიეთ მაიონეზი, მდოგვი, ძმარი, 1 ჩ/კ მარილი, პილპილი და კამა. დაუმატეთ გარჩეული კრევეტები, შემდეგ დაჭრილი ხახვი და ნიახურის ღეროები. მიირთვით მომზადებისთანავე ან მირთმევამდე მაცივარში შედგით.