არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს შეუქმნას განცდა, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკური განხილვის საგანია

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს შეუქმნას განცდა, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკური განხილვის საგანია

არჩილ თალაკვაძე პარტია „საქართველოს“ მოწოდებას გამოეხმაურა, რომელიც ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანისკენ მოუწოდებს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე აღნიშნავს, რომ მსჯვარდებულთა გადაყვანაზე გადაწყვეტილებას იღებენ არა პოლიტიკოსები, არამედ მართლმსაჯულების პასუხისმგებელი სტრუქტურები იღებენ.

„პირველად არ არის, როცა ასეთ განცხადებას ვისმენთ და ეს არ არის შემთხვევითი. ამით ოპოზიცია ცდილობს, უცხოელ პარტნიორებს შეუქმნან განცდა, თითქოს საქართველოში პატიმრების ერთი დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანა პოლიტიკური განხილვის საგანია და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება მოწოდებების დონეზე ხდება, რაც ზიანს აყენებს ქვეყანას. ასეთი განცხადებების მიზანიც ეს არის“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს.