გრეტა წიწავა: ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი  აქვს და ეს არახალია - 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა, 2012 წელს მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ  ქვეყანა  იხსნა „ნაცმოძრაობის

გრეტა წიწავა: ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი  აქვს და ეს არახალია - 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა, 2012 წელს მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ  ქვეყანა  იხსნა „ნაცმოძრაობის"  ავტორიტარული რეჟიმისგან

"ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი  აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს,  მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ  ქვეყანა  იხსნა „ნაცმოძრაობის"  ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა  დემოკრატიულ, თავისუფალ  და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატი, გრეტა წიწავა, სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა,  სისტემური რეფორმები განაპირობა და ინსტიტუციები გააძლიერა; რაც შეეხება "ქართული ოცნების" გუნდს, რომლის მთავარი საფიქრალი მშვიდობა და კეთილდღეობაა, კანდიდატის სტატუსი მათ რეიტინგს კიდევ უფრო აწევს.

"ბიძინა ივანიშვილს განსაკუთრებული პოზიტიური რესურსი  აქვს და ეს არახალია. წლების განმავლობაში 3 მილიარდ დოლარზე მეტი მან და მისმა ოჯახმა ქველმოქმედებას მოახმარა. 2012 წელს,  მიუხედავად მაღალი რისკისა, მისმა პოლიტიკურმა ქველმოქმედებამ  ქვეყანა  იხსნა „ნაცმოძრაობის"  ავტორიტარული რეჟიმისგან და გადაიყვანა  დემოკრატიულ, თავისუფალ  და განვითარებაზე ორიენტირებულ მმართველობაზე.

 🇬🇪🇪🇺 2012 წელს , " ქართულ ოცნებას" მძიმე რეალობა დახვდა , მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაწყებულმა ქვეყნის განვითარების  სწორმა პოლიტიკამ და მწყობრმა ნაბიჯებმა,  განაპირობა  სისტემური რეფორმები და ინსტიტუციების გაძლიერება.

დღეს კი,  „ქართული ოცნების“ გუნდის  მთავარი საფიქრალი - მშვიდობა,  ქვეყნის წინსვლა და ხალხის კეთილდღეობაა.

პ.ს: ბოლო კვლევებით „ქართულ ოცნებას“ 55% მეტი უჭერს მხარს- კანდიდატის სტატუსი კი ამ რეიტინგს არა თუ განამტკიცებს, ვფიქრობ  საგრძნობლად აწევს." - წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.