ავსტრალიელმა ქალმა ბენზინგასამართი სადგურიდან ფურგონი გაიტაცა, რომელშიც კომპანია Krispy Kreme-ის 10 000 დონატი იყო. შემთხვევა 29 ნოემბერს სიდნეიში მოხდა. პოლიციამ მიტოვებული მანქანა ათასობით გაფუჭებულ დონატთან ერთად 1 კვირის შემდეგ ავტოსადგომზე იპოვა.
28 წლის ქალი რამდენიმე დღის წინ მანქანის ქურდობის ბრალდებით დააკავეს, მას გირაოზე უარი ეთქვა. კამერებში ჩანს, რომ მან უყურადღებოდ დატოვებული მანქანა გაიტაცა, თუმცა უცნობია, იცოდა თუ არა, რომ შიგნით დონატები იყო.
შემთხვევის შესახებ Krispy Kreme-მა პოლიციას შეატყობინა, მომხმარებლებს კი მოუბოდიშა და აღნიშნა, რომ შეკვეთებს ჩაუნაცვლებდნენ.